ნედ პრაისის განცხადება საქართველოზე

„საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა. მისი თქმით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც იცის, როგორია რუსული აგრესიის კვალი“. პრაისმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ  მთლიანობას.