„ამერიკა მზადაა იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომლისკენაც საქართველოს ევროკომისიამ მოუწოდა“ – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ნედ პრაისს შეკითხვა დაუსვეს, ინფორმირებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და ჰქონდა თუ არა უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები სასანქციო სიასთან დაკავშირებით. პრაისის თქმით, ამ საკითხზე საუბარს უკრაინულ მხარეს უთმობს. შეკითხვა ასევე შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრის განცხადებებს, რომ აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება ზოგიერთი განცხადების გამო, რამაც ქვეყანაში უკუსვლა გამოიწვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და გააღრმავა საზოგადოებაში პოლარიზაცია.
ნედ პრაისის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისში.