ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი. ნედ პრაისის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე, აშკარად მცდარია და უფრო მეტად ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას გამოხმაურებები მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.