NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი Facebook-ზე კომენტარისთვის ბოდიშს იხდის
ლორა ტორნტონი სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარისთვის ბოდიშს იხდის. საქმე ეხება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მიერ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კომენტარს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.
ამასთან დაკავშირებით, ლორა თორნტონმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, სადაც წერს, რომ მას არ ჰქონია მიზნად დასახული საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება.