კასპის მაჟორიტარი დეპუტატის მიმართვა ლორა თორნტონს და შეფასებები

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ენ-დი-აის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან მსგავსი განცხადება არასერიოზულია.

ლორა ტორნტონმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერ იპოვის.

თემაზე შეფასებები გააკეთეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ენ-დი-აის თბილისის ოფისში კი საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.