NDI-სა და IRI-ს ერთობლივი პრესკონფერენცია

არჩევნების მიმდინარეობა შეაფასეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. IRI-ის პრეზიდენტის განცხადებით, არჩევნები ბევრი ნაკლოვანებით იყო დატვირთული. NDI-ის პრეზიდენტმა კი დღეს რამდენიმე რეკომენდაციაზე ისაუბრა, მათ შორის იმის შესახებ, რომ პარლამენტმა მყისიერად უნდა გაიწვიოს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი.