ოპოზიციური პარტიების ლიდერები და „ენ-დი-აი“-ს წარმომადგენლები წნორში მოსახლეობას შეხვდნენ. ინფორმაციას პარტია „ლელო“ ოფიციალურ „ფეისბუქ-გვერდზე“ აქვეყნებს და კახეთის რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის და მასპინძლობისთვის მადლობას ნანა ბაგალიშვილს, „ცოდნის კაფეს„ და NDI-ის უხდის. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ლელოს“ ლიდერებმა წნორის მოსახლეობას საარჩევნო დაპირებები გააცნეს. „შეხვედრის მთავარ თემებს შეადგენდა ევროკავშირის რეფორმები, 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა და, რაც მთავარია, რუსი ოლიგარქისა და რუსული ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა. საქართველოს მომავალი ევროპაშია”,- ვკითხულობთ ოფიციალურ „ფეისბუქ გვერდზე“.