მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, NDI-ის ახალ კვლევაში კითხვები საპარლამენტო არჩევნებზეც დაისვა. დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, არჩევნების ხვალ ჩატარების შემთხვევაში, ყველაზე მეტ მხარდაჭერას მმართველი პარტია მიიღებდა, თუმცა წინა კვლევასთან შედარებით, “ქართული ოცნების” მაჩვენებელი შემცირებულია.
ასევე გაზრდილია იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომელთა აზრით, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთი პარტია არ დგას. პოლიტიკური ნაწილის გარდა, საზოგადოებრივი განწყობის კვლევა ეროვნულ საკითხებს, სოციალურ თემატიკასა და საგარეო კურსსაც მოიცავს. პოლიტიკური შეფასებები, როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერადაც არაერთგვაროვანია.
შორენა ხვიჩია გაეცნო კვლევის შედეგებს – დავიწყოთ პოლიტიკური ნაწილით.