იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები – ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უახლოეს მომავალში პარლამენტს ახალ პროექტს წარუდგენენ.
დოკუმენტში დეტალურად იქნება განსაზღვრული ის პროცედურები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში წარდგენილმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ყველა ძირითადი მხარეა ჩართული, თუმცა მისი შეფასებით, მთავარი პოლიტიკური ნებაა.
დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ხუთი საკითხის განიხილვაა დაგეგმილი.