ნავენახევის მღვიმე - ერთადერთი მღვიმე იმერეთში, რომლის მონახულებაც ვიზიტორებს წელიწადის ნებისმიერ დროს შეეძლებათ
იმერეთის ტურისტულ მარშრუტს იანვრიდან ახალი ობიექტი შეემატება. ნავენახევის მღვიმეში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ფაზა მიმდინარეობს. ერთმილიონიანი პროექტი საფეხმავლო ბილიკის, განათების, სპეციალური აკუსტიკური სისტემის და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
საინტერესო დეტალი მოგზაურობის მოყვარულებისთვის – ეს არის ერთადერთი მღვიმე იმერეთში, რომლის მონახულებაც ვიზიტორებს წელიწადის ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
ირმა ჭოლაძე დეტალებით.