მიუნხენში საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შეხვედრა გაიმართება.
პრემიერი ბახტაძე აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შესახვედრად ემზადება. უკვე ცნობილია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ აუდიენციაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება. მანამდე კი ამ საკითხზე ქვეყანას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა, რომელსაც მინისტრი იზორია წევრობის პერსპექტივაზე ესაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ორგანიზაციაში გზა გახსნილია.
მსგავსი განცხადებები, ღია კარის პოლიტიკისადმი ნატოს ერთგულება და ალიანსის ხელმძღვანელობის მხრიდან ქვეყნის პროგრესის აღიარება ქართულ მხარეს იმედს აძლევს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სწორედ საქართველო გახდება. თავდაცვის მინისტერიალზე გამართულ ყველა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის ყველა მექანიზმი აქვს.
ქეთი ქარდავა აშუქებს მინისტერიალს – ჩართვა ბრიუსელიდან.