ნატოს მინისტერიალი

საქართველოს პრემიერ მინისტრი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შეხვდება.

45-წუთიანი შეხვედრა მიუნხენის კონფერენციაზე გაიმართება. ამის შესახებ ლევან იზორიამ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება სტრატეგიული კავშირის ურყევობის მორიგი დასტური. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, მზადება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის და თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც ლევან იზორია შეხვედრებს ბრიუსელში მართვას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე ესაუბრა ალიანსის გენერალურ მდივანსა და მის მოადგილეს. შეხვედრა გაიმართა ნატოში შეერთებული შტატების ელჩთანაც.

ქეთევან ქარდავა ალნიასნის შტაბ-ბინიდან.