ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისშია და შეხვედრებს იწყებს. მედლინ მუნი, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების, ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება. დაგეგმილია აუდიენცია ნატო-ს სამოკავშირეო ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
რა მოლოდინი აქვთ პოლიტიკოსებს და რა საკითხებზე გეგმავენ კანონმდებლები საუბარს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან.