ვაშინგტონში დღეს ნატოს სამიტი იხსნება.
მსოფლიოს ლიდერები აშშ-ს დედაქალაქში სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორგანიზაციის დღის წესრიგსა და მომავალზე, რომელიც 75 წლის წინ დაარსდა. უკრაინაში მიმდინარე ომი და ომიდან გამომდინარე გამოწვევები კვლავ ალიანსის შეკრების მთავარი თემაა. ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტს ანა ბროლაძე აშუქებს.