ნატოს სამიტი - მოლოდინი

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ვილნიუსი ნატოს სამიტს მასპინძლობს.

მთავარი მოლოდინი ახლა სწორედ უკრაინის საკითხს უკავშირდება. ოფიციალური კიევის მოთხოვნა ცნობილია, წევრობის შესაძლებლობა „მაპის“ გარეშე. სამიტი ოფიციალურად ხვალ იხსნება. მანამდე უკვე გაკეთდა პირველი განცხადებები ნატოს გენერალური მდივნისა და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან. უკრაინასთან ერთად სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ალიანსში შვედეთის გაწევრიანება, რომელსაც თურქეთის თანხმობა სჭირდება.