14 ქვეყნის 2 700 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი უკრაინაში, – ქვეყანა ნატოს მრავალეროვან სწავლებას მაპინძლობს.
წვრთნები იავორივის სამხედრო ცენტრში ტარდება, სადაც ამერიკის ევროპული და სპეციალური ოპერაციების სარდლობასთან და პარტნიორი თუ წევრი ქვეყნების საჰაერო და სახმელეთო შემადგენლობებთან ერთად, ქართველი სამხედროებიც იმყოფებიან. სანამ მედიას სამხედრო სწავლების გადაღების ნებას დართავენ, „მოამბის“ გადამღები ჯგუფი უკრაინაში ნატო-ს და აშშ-ის წარმომადგენლობებს და საექსპერტო წრეებს ესაუბრა და ჰკითხა, რა შანსი და პერსპექტივა აქვს რუსეთის აგრესიის ორ მსხვერპლ ქვეყანას, საქართველოს და უკრაინას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მითუტეს რუსეთის მუქარისშემცველი გზავნილების ფონზე.
მარიამ მენაბდე დეტალებით კიევიდან.