NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოშია.

შავი ზღვის უსაფრთხოება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება ის მთავარი თემაა, რომელსაც დელეგაციის წევრები ხელისუფლების პირველ პირებთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად მომდევნო სამი დღის განმავლობაში განიხილავენ.

ბათუმში მიმდინარე სემინარზე განცხადებები ნატო-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზეც გაკეთდა.