ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს. კოპენჰაგენში გასამართ ასამბლეაზე ევროატლანტიკური სივრცისა და გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე; ალიანსის ღია კარის პოლიტიკა; ნატო-ს ადაპტაცია გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ; ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და სხვა.

ასამბლეის კომიტეტებსა და პლენარულ სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ქართული დელეგაცია წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

როგორი იქნება ქართული მხარის გზავნილი და რა საკითხებზე გაამახვილებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ყურადღებას, ანა ბროლაძე დეტალებით.