„სანქციები უკვე მოქმედებს რუსეთზე, რადგან მან რუსეთის უნარს დაარტყა, აწარმოოს მოწინავე იარაღი“- ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. თუმცა, რობ ბაუერმა დაამატა ისიც, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის წარმოება. ბაუერის თქმით, რუსი სამხედროების 85% უკვე იბრძვის და რუსეთი სამხედრო ძალის გაზრდას ვერ ახერხებს, რადგან ამისთვის საყოველთაო მობილიზაციის და ომის გამოცხადებაა საჭირო. ბაუერი განმარტავს, რომ ახალი საბრძოლო შენაერთები, რომლებიც უკრაინაში იგზავნებიან, ნაკლებად მომზადებული არიან. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ ნატო უკრაინის დახმარებას იქამდე გააგრძელებს, სანამ საჭირო იქნება.