ნატო-ს სამიტი დასრულდა.
საქართველომ ორგანიზაციის წევრობის გარანტია მიიღო. ეს არის მთავარი გზავნილი, რომლითაც ქართული დელეგაცია ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდება.
ჩანაწერი სამიტის დეკლარაციაში, ცალკე დეკლარაცია საქართველოს შესახებ და უმაღლეს დონეზე გამართული პირველი შეხვედრა ჩვენი ქვეყნის, უკრაინის და ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით: სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი აქტუალური იყო.
დეკლარაციების დონეზე და ყველა განცხადებაში ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესი აღიარებულია და ხაზგასმულია, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის მზადება უნდა გაგრძელდეს. წევრობისთვის კი პოლიტიკური კონსენსუსია საჭირო.
საქართველოს შანსებზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმაც, რომელსაც დღეს კითხვა „მოამბის” ჟურნალისტმაც დაუსვა.
ქეთევან ქარდავა გვეტყვის, რა შედეგებით დასრულდა საქართველოსთვის ნატო-ს 2018 წლის სამიტი.