რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ნატო ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს.
ლონდონში ორგანიზაციის ლიდერთა შეხვედრა დასრულებულია. ერთობლივ დეკლარაციაში ჩაიაწერა, რომ ალიანსი „ღია კარის“ პოლიტიკის ერთგული რჩება. „ვააქტიურებთ ქმედებებს ზღვაზე და ჰაერში ჩვენი თავისუფლების დასაცავად“ – ეს არის ნაწყვეტი დღეს დამტკიცებული კომუნიკედან.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ალიანსი ყოველთვის მზადაა მოსკოვთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, როცა რუსეთის მოქმედებები ამის შესაძლებლობას იძლევა. სამიტამდე ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების გამო ლონდონის ლიდერთა შეხვედრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. სამიტის ფარგლებში გამართულმა ცალკეულმა შეხევდრებმა აჩვენა, რომ გარკვეულ საკითხებზე ნატო-ს შიგნით მაინც ვერ თანხმდებიან.
ანა ბროლაძე ლონდონიდან.