4-5 დეკემბერს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, ხვალ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა შედგება.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იქნება.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 5 დეკემბერს დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში.