ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის სავარაუდო გეგმებზე საუბრობს. „რუსეთი მანამდეც იყენებდა ძალას მეზობლების მიმართ და ვერ ვივარაუდებთ, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მობილიზება მხოლოდ ბლეფია“, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა „ველტთან“ საუბარში განაცხადა. „წელს უკვე მეორედ ვხედავთ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათასობით ჯარისკაცი შეკრიბა. ეს სახმელეთო ძალებთან ერთად მოიცავს მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, ტანკებს, არტილერიას, თვითმფრინავებს. რუსეთის განზრახვებზე სპეკულირება არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ გვინახავს, რომ რუსეთი ადრეც იყენებდა ძალას მეზობლების მიმართ. შესაბამისად, ვერ ვივარაუდებთ, რომ ეს მხოლოდ ბლეფია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რომ ქვეყანამ აგრესიისგან თავი დაიცვას.