ნატო-ს გაფართოების პერსპექტივა 

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომამდე ოთხი დღით ადრე, მოსკოვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან მორიგ მკაფიო გზავნილს იღებს – ნატო ბუქარესტის გადაწყვეტილების ერთგულია და კრემლი სამხედრო ალიანსის გაფართოებას ვერ შეუშლის ხელს. ამ კონტექსტში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და უკრაინის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა და თქვა, რომ ახალი წევრები ნატო-ში, ევროპის მეტ უსაფრთხოებასა და მშვიდობას ნიშნავს.

როგორ აფასებს ქართული მხარე ალიანსის პირველი პირის განცხადებებს და როგორ მიმდინარეობს მზადება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისთვის, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართება.