ნათია მეზვრიშვილის განცხადება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, ცესკო „ქართული ოცნების“ პარტაქტივითაა დაკომპლექტებული. როგორც პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულის დამადასტურებელი სქემა არსებობს.
ნათია მეზვრიშვილმა მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ ხმის მიცემის პროცესი ფარულია.