ნატანების ისტორიული შენობა რეაბილიტაციის მოლოდინში

მოზაიკა, ფერადი ვიტრაჟები, აუზები და თექით მორთული კედლები. ამ ელემენტებს, რომლებიც როგორც წესი ძვირადღირებულ რეზიდენციებს ამშვენებს, სოფელ ნატანებში, თანაც საბავშვო ბაღის შენობაში შეხვდებით. გერმანელი არქიტექტორების პროექტით შექმნილი ნაგებობა უნიკალურია, ის გასულ საუკუნეში აშენდა და იქ ბაღი დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას.