ქართველი მომღერლის კიდევ ერთი წარმატება და საერთაშორისო აღიარება.
ნატალია ქუთათელაძე დიდი ბრიტანეთის პრესტიჟული საოპერო კონკურსის ფინალისტია. „ბიბისის“ კარდიფის მსოფლიო საუკეთესო მომღერლების კონკურსში ქართველი მეცო-სოპრანო ხუთეულში მოხვდა. კონკურსს პირდაპირ ეთერში „ბიბისის“ სხვადასხვა არხი გადასცემს და ის 19 ივნისს დასრულდება. ჯილდო სამ ნომინაციაში გაიცემა – ცნობილ ქართველ მომღერალს და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის კოდის“ წამყვანს მთავარი პრიზის, სიმღერისთვის დაწესებული ჯილდოს ან მსმენელის პრიზის მიღების შანსი აქვს.