კეზერაშვილის საქმე – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

15:22, 24.04.2023

დავით კეზერაშვილისა და ქოლცენტრების საქმე უკვე მეორე კვირაა, განხილვის თემაა. „ბიბისის“ სკანდალური გამოძიების შემდეგ, სადაც კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ და ქოლცენტრების სქემის სათავეშია დასახელებული, პოლიტიკური ბრალდებები არ წყდება.

პარტია „საქართველოსთვის“ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში გამოვლენილი ტრანსნაციონალური დანაშაული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ მსგავსი ბრალდებები ემსახურება კეზერაშვილის გამართლების მცდელობას.

 

მსგავსი