თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში ქართულ და ოსურ ენებზე ნართების თქმულებების პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. ახალგაზრდა მსახიობების ჯგუფმა უძველესი კავკასიური ეპოსი გააცოცხლა.
ნართების თქმულებების თეატრალური ვერსია 2018 წლის ზაფხულში “კავკასიური მოზაიკის” ინიციატივით შეიქმნა.