ქართველი და ოსი ენათმეცნიერების პროექტი

18:51, 02.11.2022

მწერალთა სახლში ქართველი და ოსი ენათმეცნიერების, მთარგმნელებისა და ფილოლოგების თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ქართველი და ოსი მკვლევარების ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიცა კავკასიური მითების „ნართების თქმულებების“ ქართული თარგმანი, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი და ქართულ-ოსური ურთიერთობების ენციკლოპედია. კულტურულ და აკადემიურ პარტნიორობას მხარს უჭერდნენ ევროკავშირი, ბრიტანეთის მთავრობა და გაერო-ს განვითარების პროგრამა, რომელიც კონფლიქტით გამიჯნული საზოგადოების დაახლოებას ემსახურება.

მსგავსი