თბილისსა და ბათუმში მოწყობილი სპეციალური ლაბორატორიებიდან 21 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიების ცნობით, ორგანიზებული საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფება ნარკოტიკულ ნივთიერება „ალფა-პევეპე“-ს ნარკოლაბორატორიებში ქიმიური ნივთერებების შერევის შედეგად ამზადებდა. მათი რეალიზაცია კი საქართველოს გარდა სომხეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ხდებოდა. საქმის მასალებში ფიგურირებს სამალავებიც, რომელთა გამოყენებით ჯგუფის წევრები ნარკოტიკებს ყიდდნენ. როგორც ირკვევა, სამალავების საშუალებით იღებდნენ ბრალდებულები ქიმიურ ნივთიერებებსაც. არსებობს ფარული ვიდეო-მასალაც.
დანაშაულებრივ ჯგუფში, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნების ხუთი მოქალაქე იყო ჩართული.