მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში – დაკავებულია 18 ადამიანი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზებაში ადანაშაულებენ. თბილისი, ლაგოდეხი, მარნეული, რუსთავი, ბათუმი – ჩხრეკა და დაკავების ოპერაცია დღეს ერთდროულად სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, ასევე აყვანილია ის სამი ადამიანიც, რომლებიც საკურიერო მომსახურების ფუნქციას ასრულებდნენ და ორგანიზებული ჯგუფის დავალებით ნარკოტიკებს ჰყიდდნენ. საქმეში აუდიო-ვიდეო მასალებიც დევს.