ნარკოპოლიტიკის რეფორმის მისაღებად საპარლამენტო უმრავლესობას შესაძლოა შიდა კენჭისყრის ჩატარება დასჭირდეს.
გუნდი ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ მიდგომაზე და ნარკომომხმარებლების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე თანხმდება, თუმცა დოზების და ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი კვლავ დავის საგნად რჩება. კანონპროექტის გარშემო პოზიციების შეთანხმება „ქართული ოცნების“ წევრებმა დღევანდელ გაფართოებულ შეხვედრაზე სცადეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.
კონსენსუსის მისაღწევად მმართველ პარტიას დრო 7 ივნისამდე აქვს, მანამდე კი გუნდი პოზიციების შესაჯერებლად , სავარაუდოდ, კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შეიკრიბება.