ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა უმკაცრესი იქნება. თუმცა როგორი იქნება კანონი მომხმარებლების მიმართ, ჯერ ისევ დავის საგანია.
კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ ნარკოპილიტიკა ქვეყანაში უნდა შეიცვალოს, მაგრამ კონკრეტულად რა ჩაიწერება კანონპროექტში, ამაზე უმრავლესობაში ჯერ ისევ კამათი და აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოება ძირითადად დოზირების საკითხს ეხება, შესათანხმებელია ასევე უშულოდ რომელი საშუალებების ლიბერალიზაცია მოხდება.
პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს კანონმდებლებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მსჯელობას 10 დღეში დაიწყებს. მოესწრება თუ არა კანონის მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, ჯერ უცნობია.