მეუფე შიოს სტატუსი დაზუსტდა და "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ” მოიხსენიება

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიოს სტატუსი დაზუსტდა და “საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ” მოიხსენიება. ამის შესახებ საპატრიარქოს განჩინებაში წერია, რომელიც სინოდის სხდომის შემდეგ გავრცელდა.

სინოდის წევრებმა ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მძიმე შედეგებზეც ისაუბრეს. კრება მიიჩნევს,  რომ კანაფის დამზადების ნებართვა, ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია.