სასამართლომ შესაძლოა იმ პატიმრების საქმეებს გადახედოს, რომლებიც სასჯელს რვა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის იხდიან. თუ აქამდე ამ ნარკოტიკების მცირე, საშუალო და დიდი დოზები კანონში დაკონკრეტებული არ იყო და ყველა დოზა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, ახლა მათი ოდენობები ზუსტდება. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ მცირე და საშუალო დოზების შემთხვევაში არაპროპორციული სასჯელი აღარ იყოს გამოყენებული და შეიქმნას შედარებით ჰუმანური და სამართლიანი სასჯელების გამოყენების საფუძველი. საკანონმდებლო ხარვეზის გასწორებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობდა. ამ ხარვეზის გასწორება საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნაც იყო.