ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას პოზიციების შესაჯერებლად კიდევ ერთი თვე აქვს. სწორედ ამ ვადაში უნდა გაირკვეს, დარჩება თუ არა ძალაში პორტუგალიური მოდელი, რომლის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლებს უფასოდ მკურნალობენ და რეაბილიტაციის კურსსაც სთავაზობენ, გამსაღებლებსა და რეალიზატორებს კი მკაცრად სჯიან.
კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, არსებულ სადავო კანონპროექტში უკვე შევიდა ერთი ცვლილება.