მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო. ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულმა პირებმა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თავისუფლებასთან ერთად, მართვისა და საჯარო სექტორში დასაქმების უფლება ავტომატურად შესაძლოა აღარ დაკარგონ. ეს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი დამტკიცდება. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მოსამართლე თავად გადაწყვეტს, უნდა ჩამოართვას თუ არა მსჯავრდებულს მართვის მოწმობა და რამდენიმე წლით დასაქმების უფლება. მოქმედ კანონში შესაბამის ცვლილებებს ყოფილ პატიმრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც წლებია ითხოვენ.