საპარლამენტო უმრავლესობას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.
საკითხზე მომუშავე უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პარლამენტში საკითხზე მსჯელობის დაწყების მიუხედავად უმრავლესობას არ აქვს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. დოზებთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც, თუმცა აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ძირითად პრინციპებზე მმართველ გუნდში შეთანხმება მიღწეულია.
გიორგი კობერიძე დეტალებით.