პრემიერის ახალი დავალება. ირაკლი კობახიძე ნარკოპოლიტიკის სტრატეგიის განახლებას ითხოვს.
მთავრობის მეთაურის დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე, დღეს მოქმედი კანონის გამკაცრებაა მოსალოდნელი. აქცენტი კეთდება ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე და ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ზრუნვის პოლიტიკის დანერგვაზე. პრემიერ-მინისტრმა დღეს სიტყვა პროპაგანდაც ახსენა, რასაც გარკვეულწილად ნარკოლოგების ნაწილიც ეთანხმება. სპეციალისტები ცალკეული ნარკოტიკული საშუალებების მიმართ გავრცელებულ არასწორ წარმოდგენებზე მიუთითებენ და ახალგაზრდებს შორის ინფორმაციის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ზომების გატარებას ითხოვენ.