პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება სახელისუფლებო შტოებს შორის ახალი უთანხმოების მიზეზი ხდება.
საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ბოლო წლებში შეწყალებულ პირთა ნაწილის მიმართ კითხვები აქვს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2013 წლის შემდეგ შეწყალებულებს შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული მოქალაქეებიც არიან. სწორედ ერთ-ერთი მათგანია თურქეთიდან 900 აბი ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ქორიძე, რომელიც სამი დღის წინ დააკავეს. დეპუტატებს აინტერესებთ, რის საფუძველზე შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა წლების წინ ასევე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ქორიძე 2014 წელს.
ამ თემაზე დღეს მედიასთან განმარტებების გაკეთება მმართველი გუნდის იმ წევრსაც მოუხდა, რომლის კომიტეტი თავის დროზე ირაკლი ქორიძის საქმეს სწავლობდა.