შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში ერთი პირი დააკავა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1969 წელს დაბადებული პირი, რომელიც სამართალდამცველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილებისას აიყვანეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი 84 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.