ნარკოდანაშაულისთვის გორში ერთი პირი დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში ერთი პირი დააკავა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1969 წელს დაბადებული პირი, რომელიც სამართალდამცველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილებისას აიყვანეს. პოლიციამ  მისი პირადი ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი 84 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დატოვე კომენტარი