მსახიობ ნანი ჩიქვინიძეს მარჯანიშვილის თეატრთან ვარსკვლავი გაუხსნეს. ღონისძიებას მსახიობთან ერთად, მისი თეატრის მსახიობები და მეგობრები ესწრებოდნენ. გახსნის ცერემონიამდე მსახიობის ახალი სპექტაკლის „თეატრის მსახური“ პრემიერა გაიმართა. სპეკტაკლში მოქმედება ომის დროინდელ თეატრში ვითარდება. ნანი ჩიქვინიძე უკვე 50 წელზე მეტია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და მაყურებლისთვის საყვარელი არაერთი როლი აქვს შესრულებული.