ნანი ბრეგვაძე „ბლექ სი არენას“ სცენაზე პირველ კონცერტს გამართავს.
რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი და სხვა ცნობილი კომპოზიტორები სიმღერებს სპეციალურად მისთვის წერდნენ.
არაერთხელ შესრულებული სიმღერების ახალი საორკესტრო ვერსიები და განსაკუთრებული სტუმრები საღამოს მთავარ გმირთან ერთად სცენაზე 16 აგვისტოს გამოვლენ. ამ დღეს საქართველოში სპეციალურად ჩამოვა ცნობილი მესაყვირე კრის ბოტი.
„ნანი ბრეგვაძის ცხოვრების გზა“- კონცერტამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ნანი ბრეგვაძეს ორკესტრთან ერთად დღეს რეპეტიცია ჰქონდა.