ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. ამის შესახებ მან „მოამბეს“ სატელეფონო საუბარში დაუდასტურა. ამასთან, ქუთაისის საკრებულოს წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ კოსტავასთან მუშაობას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატს მანდატის დატოვების შესახებ განცხადება დღეს უნდა გაეკეთებინა. საქმე „ფეისბუქის“ გვერდზე, სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეოს გაზიარებას ეხება, რომლის დაც ექსკურსიაზე ყოფნისას დაიღუპა. სწორედ ამ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს გაზიარება და კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.