ნანა კაკაბაძე ფარული მოსმენების საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ ჩანაწერები, სადაც მისი საუბარი ფიგურირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ფაილები კონკრეტული პირების მიერ არის შექმნილი და გავრცელებაც მათ ინტერესებში შედიოდა.