საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრების, გიგა ყუფარაძის და ლევან ფანცულაიას პირველობით დასრულდა ფოთში გამართული, რიგით XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის, ნანა ალექსანდრიას თასი 2024. ქართველმა დიდოსტატებმა 9-იდან 7 ქულა დააგროვეს და ნახევარი ქულით გაასწრეს უახლოეს კონკურენტებს. დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ყუფარაძემ დაისაკუთრა.
ფესტივალი 11 ტურნირად გაიმართა სხვადასხვა კატეგორიაში და მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენდა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა და მასში 14 ქვეყნის 450-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.