მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია 70 წლის გახდა

ქართული ჭადრაკის ლეგენდა ნანა ალექსანდრია 70 წლისაა. ქართველი დიდოსტატის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში საზეიმო ცერემონია მოეწყო.

საიუბილეო ღონისძიებას ვეტერანი მოჭადრაკის ოჯახის წევრები, მეგობრები და ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნანა ალექსანდრია გახლდათ მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების ექვსგზის გამარჯვებული. მას წარმატებით უასპარეზია არაერთ საერთაშორისო ტურნირში.

ნანა ალექსანდრიას ქართული ჭადრაკის ოქროს კაპიტანსაც უწოდებენ, რადგან მისი თავკაცობით გუნდი ზედიზედ სამჯერ საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებული გახდა.