„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხი

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ეკონომიკის მინისტრი აფასებს, რომელიც ამბობს, რომ გარკვეული პირები „ნამახვანჰესის“ პროექტს გარემოსდაცვითი ლოზუნგებით ებრძვიან, მაგრამ გამოდის, რომ ელექტროენერგიის იმპორტს ლობირებენ. მინისტრის განცხადებით, პროექტის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „ნამახვანჰესზე“ ცრუ ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ პოლიტიკური მიზნით. ნათია თურნავა პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ნამახვანჰესი“ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში დიდ წვლილს შეიტანს.

 

მოამბე